Saturday, May 8, 2010

თამარ მეფე

პროექტის სახელი: ქართველ ხელოვანთა მუზა.
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან ქართულ ხელოვნებაში I მეფე – ქალის თამარის სახეს. ეძებენ იმ შემოქმედთა ნაწარმოებებს რომლებშიც გადმოცემულია მისი ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ქართულ ხელოვნებაში I მეფე – ქალის თამარის სახეს, ეძებენ იმ შემოქმედთა ნაწარმოებებს, რომლებშიც გადმოცემულია მისი ცხოვრება და მოღვაწეობა। წაიკითხავენ და მოაწყობენ დისკუსიას თამარ მეფის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე। აწყობენ გასვლას იმ ისტორიულ ცენტრებში, სადაც შემორჩენილია მეფე თამარის ფრესკები। მოსწავლეები სწავლობენ თამარ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ ქართულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში არსებულ მასალებს, ამ მასალათა შექმნის ისტორიას, ეძებენ ქართულ ფოლკლორში არსებულ მასალებსაც, შეაჯერებენ ურთიერთშორის, ხვეწენ და სათანადო ფაილში ინახავენ। აწყობენ ექსკურსიებს სლოგანით ,,თამარის ნაკვალევზე", მოინახულებენ ვარძიას, ბეთანიას, ყინწვისს... ახდენენ ნანახი ადგილების როგორც ფოტო, ისე ვიდეოაღწერას, განათავსებენ მათ ვებ–გვერდის გალერეაში. ქართულ ხელოვნებაში მოიძიებენ ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც ეძღვნება უშუალოდ მეფე თამარს და განთავსდება სათანადო კომენტარებით ვებ–გვერდზე। ასევე მოიძიებენ ქართველ ფერმწერთა მიერ შექმნილ თამარ მეფის პორტრეტებს და მოაწყობენ ფოტო გამოფენას।
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11– 14, 15- 18/VI-VIII, IX-XII.ვადები/ხანგრძლივობა: 6თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თამარის დროინდელი საქართველოს ისტორიული და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, ფოლკლორი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, ჯგუფური მუშაობები კითხვების დასმით, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა...
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ–გალერეა ფოტო მასალითა და ნახატებით; მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ელ.ჟურნალი, ჩანახატი. მათ გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კვლევა–ძიების, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევები. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტისა და სკოლებში მოწყობილი გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას თამარ მეფის ეპოქისა და მემკვიდრეობის შესახებ, მეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას।
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში– საქართველოს ისტორიაში , ქართულ მწერლობაში (თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), საქართველოს გეოგრაფიაში, ხელოვნებაში (ფერწერა, ხუროთმოძღვრება), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ– გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა।
მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: თბილისის მე–15საჯარო
სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარი დეკანოზიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maridekanozishvili@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marideka-maridekanozishvili.blogspot.com


No comments:

Post a Comment